გოგი მეშველიანის განცხადებით, ბოლნისის სოფელ ნახიდურში დაპირისპირების შედეგად, „ქართული ოცნების“ 10-მდე აქტივისტი დაშავდა, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისის სოფელ ნახიდურში, ჩაიხანაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, "ქართული ოცნების" 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მეშველიანმა განაცხადა, აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოკითხულია მისი ძმა და სხვა პირებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

"ჩემი ინფორმაციით 10-მდე ჩვენი აქტივისტია დაშავებული, ბუნებრივია, დაზიანების ხარისხი სხვადასხვაა, მსუბუქი დალურჯებიდან დაწყებული თავის ტვინის მძიმე შერყევამდე. ამ დროისათვის ჩვენი 2 აქტივისტია ჰოსპიტალიზირებული და ორივეს აქვს ძალიან მძიმე თავის ტრავმა და მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მე სამწუხაროდ, არ მაქვს ინფორმაცია ჩვენი ოპონენტების მხრიდან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ბუნებრივია, იქ იყო გარკვეული ფიზიკური დაპირისპირება, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა მათი მხრიდანაც ფიზიკური დაზიანება, მაგრამ მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.

რაც შეეხება გამოკითხვას, გამოკითხვაზე იყო ჩემი ძმა, არა მხოლოდ ჩემი ძმა, გამოიკითხნენ ის ადამიანებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ",- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ცნობისთვის, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა