ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

„გარდაიცვალა 58 წლის პაციენტი, რომელიც საავადმყოფოში 9 სექტემბერს მოათავსეს. მას ჰაერის მძიმე უკმარისობა და ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. მანამდე ის თვითნებურად სახლში მკურნალობდა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 20 სექტემბერს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. თუმცა, 28 სექტემბერს გარდაიცვალა. მამაკაცს ღვიძლის თანმდევი დაავადებაც ჰქონდა“, - განაცხადეს ე.წ. ოპერატიულ შტაბში.

მათივე ცნობით, საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 96 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან დადებითი პასუხი 20 მათგანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 106 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 14, საშუალო სიმძიმისაა 27, 9 პაციენტი კი გაეწერა. თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 25 ადამიანი.

მთლიანობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1352 შემთხვევაა გამოვლენილი, 434 გამოჯანმრთელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო