ცხინვალის ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა კორონავირუსით დაინფიცირდა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-19 დაუდგინდა კოჩიევას მოადგილეს ანა გაგლოევას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში, 15 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთთან ე.წ. საზღვარი გაიხსნა, 100-ზე მეტი ტესტი ჩატარდა. მთლიანობაში, დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, სულ, კორონავირუსის 94 შემთხვევა გამოვლინდა. 90 ადამიანი ორკვირიან სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

























