თამარ ტალიაშვილმა ევროსაბჭოს კონგრესის ფორუმზე რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მექანიზმების გამოყენებაზე ისაუბრა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა კონგრესის საწესდებო ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მექანიზმების გამოყენებაზე ისაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

თამარ ტალიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით აფასებს ევროპის საბჭოს და ევროსაბჭოს კონგრესის ცალსახა და მტკიცე პოზიციას, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

„მოსკოვი განაგრძობს მცდელობებს, დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა ე.წ. ”ალტერნატიულ რეალობებში”, რათა მოახდინოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია და აირიდოს პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპანტმა ძალამ. ამისათვის რუსეთი აქტიურად იყენებს პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტსა, ასევე ჰიბრიდული ბრძოლის ხერხებსა და მექანიზმებს. რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, გაავრცელოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის „სეპარატისტული ბრძოლა“, „საზღვარი აფხაზეთსა და საქართველოს შორის“, „საზღვარი სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, „შიდა კონფლიქტი“ და სხვა. ამ გზით, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში საქართველოდან განაცალკეოს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი და ოკუპირებული ტერიტორიები წარმოაჩინოს ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, რომლებიც „სეპარატისული ბრძოლის შედეგად გამოეყვნენ“ საქართველოს“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამავე, შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა, როგორც კონგრესის მომხსენებელმა პროცედურულ საკითხებში, წარმოადგინა კონგრესის პროცედურულ წესებში განსახორციელებელი ცვლილებები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს