კორონავირუსით გარდაცვლილ 55 წლის ქალს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 33-ე პაციენტი, 55 წლის ქალია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ქალს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალიზებული იყო რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. კლინიკაში შეყვანისთანავე მისი მდგომარეობა რთულად შეფასდა, რადგან სერიოზული თანხმლები დაავადებები ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ყველა ღონისძიება გატარდა, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

მისივე ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში დღეს 463 პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 არის ბავშვი და 10 -ორსული. ამასთან, კოვიდკარანტინებში არის 900-ზე მეტი ინფიცირებული, აქედან 60-მდე ბავშვია. ბინაზე კი მკურნალობს 600-ზე მეტი პაციენტი.

იხილეთ ვიდეო: რა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა კორონავირუსით გარდაცვლილ 33-ე პაციენტს

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება