სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილი აშკარად გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ახლა აგონიაშია

ბიძინა ივანიშვილი აშკარად გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ახლა აგონიაშია. აპირებს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა არალეგალური საშუალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც კაპანაძე განმარტავს, მომავალში პოლიტიკური მიზნებისთვის არცერთმა ხელისუფლებამ ძალადობა არ უნდა გამოიყენოს.

„ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და ზოგადად, ის ძალადობრივი გარემო, რომელსაც ივანიშვილი ქმნის არჩევნების წინ და რაც ასახულია „სამართლიანი არჩევნების“ მოხსენებაშიც, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ივანიშვილი აშკარად გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ახლა აგონიაშია. აპირებს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა არალეგალური საშუალება - მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა და სხვა. ვნახეთ, გუშინ, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტს მარნეულში საფანტი როგორ ესროლეს, მანამდე ვნახეთ სხვა ოპოზიციურ ლიდერებზე და მათი შტაბის წევრებზე თავდასხმები. ეს ყველაფერი აუცილებლად დამთავრდება 31 ოქტომბერს, არასდროს მომავალში არ განმეორდება და გარდამტეხი ცვლილება სწორედ ეს იქნება, რომ არცერთმა ხელისუფლებამ მომავალში ძალადობა არ გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, „სამართლიანი არჩევნების“ კვლევაში მითითებული ფაქტი, რომ ამომრჩევლების მოსყიდვა „ევროპული საქართველოს“ მხრიდანაც ხდება, კერძოდ, კი მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევის სახით, სერგი კაპანაძე პასუხობს, რომ ეს კვლევაში აღწერილ დარღვევებთან შედარებით, მეათასეხარისხოვანია.

„კანონის მიხედვით, უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა პარლამენტის წევრის და იურისტის მიერ, რომლის პირდაპირ საქმიანობაშიც ეს შედის, არანაირად არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა, არანაირი მატერიალური ღირებულების სამსახური ეს არ არის. აქედან გამომდინარე, ეს ინტერპრეტაცია არასწორია. ეს არ არის მთავარი საკითხი, რადგან იქ აღწერილ დარღვევებს შორს ეს არის ალბათ, მეათასეხარისხოვანი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც მართლა სეროზული პრობლემაა. კერძოდ, იმაზე, რომ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება მართლა მილიონობით ლარს ხარჯავს და კიდევ დახარჯავს მოსყიდვაში. ამიტომ, ამის შედარება კონკრეტული დეპუტატის მიერ უფასო იურიდიულ კონსულტაციასთან, უბრალოდ სასაცილოა“, - აცხადებს კაპანაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა