ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ინტენსიურად აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა სიმინდის მასივებში, სოფლისა და ტყის პერიმეტრზე, ასევე ჯაგნარებში მიმდინარეობს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა შალამბერიძის განცხადებით, მოსახლეობის აქტიურობა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა სახელმწიფოსთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებმა მაქსიმალური შედეგი გამოიღოს.

„მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეფექტიანად წარმართა - თხილისა და სხვა კულტურების მოსავალი სრულად იქნა დაცული. მოსახლეობამ თხილისა და სიმინდის ხარისხიანი და უხვი მოსავალი მიიღო,“ - განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

დღეისათვის დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეწამლულია 75 525.5 ჰა ფართობი, მათ შორის 33 137.75 ჰა სოფლის პერიმეტრი, 41091.50 ჰა სიმინდის მასივი და ჯაგნარი და 1296.25 ჰა ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 180 720.00 ჰა ტერიტორია.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე და ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, თერმული ნისლით დამუშავება ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია