ნინო ბურჯანაძე თურქეთის ელჩს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას აგრძელებს. პარტიის ლიდერი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ერთიანი საქართველოდან" აცნობეს, ელჩი დაინტერესდა თუ როგორ აფასებდა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, როგორ ვითარდება პარტიის საარჩევნო კამპანია და იკვეთება თუ არა რამე სახის დარღვევები ხელისუფლების მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუშლის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

ნინო ბურჯანაძემ ელჩს გააცნო პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ დარღვევებს ნამდვილად აქვს ადგილი, ხშირია ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინების და მოსყიდვის ფაქტები, აგრეთვე ხელისუფლება აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, რაც სავარაუდოდ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს არჩევნების დღეს.

ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა, ასევე სამომავლო აქტივობის გრაფიკი განთავსებულია პარტიის ვებ-გვერდზე.

საუბარი ასევე შეეხო ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მოიძებნოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების მოგვარების მშვიდობიანი გზა, ვინაიდან აღნიშნული კონფლიქტი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს, არამედ სტაბილურობას მთელ რეგიონში.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანს შეთანხმდნენ, რომ არჩევნებამდე საჭიროების შემთხვევაში კიდევ შედგება ასეთი შეხვედრა, ასევე საელჩოს საშუალება ექნება მუდმივად მიიღოს ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ.

ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა ელჩს და ასევე მადლიერება გამოხატა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ უცხოელი პარტნიორების მაღალი ინტერესი არის ერთ-ერთი გარანტი საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა