ირაკლი სესიაშვილი - სტოლტენბერგის განცხადებები ასევე კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდგან როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ მათ მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა

სტოლტენბერგის განცხადებები ასევე კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენადაც როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ ჩვენს ოპონენტებს მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა,- ასე პასუხობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის შეფასებებს ნატო ს გენერალური მდივნის ენს სტოლტენბერგის განცხადებებზე.

როგორც სესიაშვილი აღნიშნავს, პრემიერ- მინისტრს ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი აქვს და ის განსაკუთრებით მიესალმება ნატოს შტაბ ბინაში გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებულ მესიჯებს.

"მართლაც აღიარებულია ჩვენი ქვეყნის წარმატებები მთელი რიგი მიმართულებით, თავდაცვის უსაფრთხოების სექტორში, ასევენ ძალიან ინტენსიურია ჩვენს შორის თანამშრომლობა მთელ რიგ საკითხებში, შესაბამისად, ძალიან პოზიტიური იყო ის მოლოდინები რაც უკავშირდება საქართველოს ნატოში რეალურ ინტეგრაციას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, სტოლტენბერგს სერიოზული მხარდამჭერი განცხადებებისთვის.

რა თქმა უნდა, არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ ვერანაირად ვერ დადგება ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები სამართლიან, მშვიდ გარემოში ჩაივლის. ბატონი სტოლტენბერგის განცხადებები ასევე კარგად უნდა გაიგონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენადაც როცა ვსაუბრობთ მშვიდობიან გარემოზე, სწორედ ჩვენს ოპონენტებს მოეთხოვებათ მეტი პასუხისმგებლობა, რადგან სწორედ მათი მხრიდან მომდინარეობს უმეტეს შემთხვევაში პროვოკაცია და მათ აქვთ სურვილი, რომ არჩევნებმა არ ჩაიაროს სათანადოდ მშვიდობიან გარემოში, რომ ჰქონდეთ თავიანთი პოლიტიკური პრეტენზიები რათა გაამართლონ თავიანთი პოლიტიკური მარცხი,"- განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, იენს სტოლტემბერგმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. "ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის,"- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა