საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვის განმავლობაში 700-მდე ადამიანმა გამოთქვა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, საქართველოს მთავრობა სთავაზობს, არაუმეტეს 365 დღის განმავლობაში დისტანციურად იმუშაონ საქართველოდან. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი.

მათივე ინფორმაციით, პროექტით ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და უკრაინიდანაა.

„27 აგვისტოდან 28 სექტემბრის 19:00 საათამდე პერიოდში მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 700-მდე ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან 52 % ეკუთვნის - Freelancer-ს, 28% - Full-Time Employee-ს, 21% - Entrepreneur-ს.

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას. ტოპ 5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით შემდეგია: რუსეთი - 26% , აშშ - 19% , დიდი ბრიტანეთი - 6%, კანადა - 4%, უკრაინა - 4%.

მიღებული აპლიკაციებიდან დადასტურებულია 300-ზე მეტი აპლიკაცია, არ დაკმაყოფილდა 70-მდე აპლიკაცია. პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 31 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/-ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. (შესავსები ფორმის ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/ )

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე