რომან გოცირიძის შეფასებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის სიმბოლო ლარის კურსი და გავრილოვია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მე-9 მოწვევის პარლამენტს აფასებს როგორც „მორჩილ ადამიანთა გუნდს”.

გოცირიძის განცხადებით, მოქმედი პარლამენტის სიმბოლო ლარის კურსი და გავრილოვია.

„4 წლის წინ ლარი იყო 2.3. დღეს არის 3.3. 4 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ ყოველი ორი ლარიდან ერთი ლარი მოპარა ხალხს. გააღარიბა და გააღატაკა. ამ პარლამენტის მეორე სიმბოლო არის გავრილოვი. ამ დარბაზიდან, კარიდან შემოვიდა და მეორე კარიდან მოხდა მისი გაპანღურება.

გავრილოვის გაძევებამ გამოიწვია ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაცია, რომელმაც საბოლოოდ უზრუნველყო ქვეყნის გადასვლა პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც გახდება ამ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებების საფუძველი. ერთი სიტყვით როგორ შეიძლება შეფასდეს პარლამენტი - მორჩილ ადამიანთა გუნდი, აგრესიული საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც დაიშალა და დღეს მისი ნამსხვრევები შემორჩა. ადამიანები, რომლებიც ბოლომდე მონა-მორჩილნი დარჩნენ ერთი არაფორმალური მმართველისა და ადამიანებს, ვისაც ჰქონდა ღირსება, გადაირჩინეს რეპუტაცია და არ იმყოფებიან მათთან ერთად. ეს არის პარლამენტი, რომელმაც დაამტკიცა უღირსი მოსამართლეები. პარლამენტი, რომლის ფუნქცია იყო ბიძინა ივანიშვილის დავალებების სამართლებრივი გაფორმება და ღილაკზე ხელის დაჭერა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთი პარლამენტი საქართველოს თავის ისტორიაში აღარ ეყოლება”,- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, მიმდინარე მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია იყო „ბარიერი, რომელიც პარლამენტს ხელს უშლიდა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების განხორციელებაში”.

„რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების პროტესტისა არის ის, რომ ქვეყანას ეძლევა შანსი უმტკივნეულოდ შეცვალოს ხელისუფლება იმ საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც იქნა მიღებული ამ პარლამენტის მიერ”,- განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო: მეცხრე მოწვევის დეპუტატები პარლამენტის საქმიანობას აფასებენ

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა