რომან გოცირიძე - ქართველი ხალხი გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს - არაღიარებული არჩევნები რას ნიშნავს, კარგად იცის საქართველოს ხელისუფლებამ, შეხედოს, რა ხდება ბელარუსში

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია ძალადობის გზით არა მხოლოდ პოლიტიკური აქტივისტების, არამედ იმ რიგითი მოქალაქეების დაშინება, ვინც შესაძლოა, მათი მხარდამჭერი არ იყოს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებას არც ამომრჩეველი და არც საერთაშორისო საზოგადოება არ აპატიებს.

„ეს ხომ გვინახავს, არაფერი სიახლე არ არის. გავიხსენოთ წინა არჩევნები - მარნეული, კორცხელი. ეს არის ერთიდაიგივე სცენარი. ასე იწყებს ხელისუფლება. ძალადობა, რომლის მთავარი მიზანი არის მოქალაქეების დაშინება, არა მხოლოდ იმ აქტივისტების დაშინება, რომელზეც ხორციელდება თავდასხმა, არამედ ყველა იმ ადამიანის დაშინება, რომელიც შესაძლებელია ხელისუფლებას მხარს არ უჭერდეს. ეს არიან მასწავლებლები, საჯარო სამსახურში დაკავებული ადამიანები, ეს არიან ის ადამიანები, აქვთ სამუშაო და ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის. მეორე ეტაპი არის მოსყიდვა და მთავრდება საარჩევნო უბნებზე კრიმინალური ელემენტების დაყენებით.

არავინ აპატიებს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებას.

ამის შედეგი იქნება ის, რომ ქართველი ხალხი გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებს. არაღიარებული აჩევნები კი რას ნიშნავს, ძალიან კარგად იცის საქართველოს ხელისუფლებამ და შეხედოს, რა ხდება ბელარუსში“, - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა