მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სომეხი თემი მთიან ყარაბაღს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ოკუპირებული აფხაზეთის სომხური თემი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ფინანსურად დაეხმარება, - ამის შესახებ „სპუტნიკს“ თემის თავმჯდომარემ გალუსტ ტრაპიზონიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის რაიონებში თემებთან შეხვედრები გაიმართება.

„არცახში მოხალისეები არ სჭირდებათ. იქ ისედაც საკმარისად არიან მოხალისეები, ხოლო მატერიალური სახსრები დროთა განმავლობაში იწურება. ძმებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ჩვენი ვალია“ - განაცხადა ტრაპიზონიანმა.

ცნობისთვის, კონფლიქტის ესკალაცია 27 სექტემბერს დაიწყო. ვითარების გამწვავებაზე აზერბაიჯანი და სომხეთი პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს