თამარ გაბუნია - ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში რეანიმატოლოგიური ჯგუფების გაძლიერება მიმდინარეობს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეანიმატოლოგიური ჯგუფების გაძლიერება მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული კლინიკის გაძლიერებაში თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ჩაერთვება.

მისივე თქმით, ონლაინ კლინიკების რაოდენობა იზრდება და ისინი პაციენტებს დისტანციურად მოემსახურება.

მისივე განცხადებით, გამოცდილი კლინიკები ახალ კლინიკებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან, რათა სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს.

„აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც არის მცირედი ზრდა წინა დღესთან შედარებით. ეს არის ნიშანი იმისა, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც აჭარაში დავიწყეთ, ახერხებს ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას, თუმცა გარკვეული დრო სჭირდება იმას, რომ სრული სურათი დავინახოთ.

გამოჯანმრთელებული 200-მდე დაგვემატა, რომლებმაც საკარანტინო სასტუმროები დატოვეს და ბინაზე მათი მეთვალყურეობაც შეჩერდა.

დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერება, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალში. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმისთვის, რომ რეანიმატოლოგების ჯგუფი გაძლიერდეს, - თბილისიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი ჩაერთვება, ამასთან, ინფექციური საავადმყოფოს გუნდი ჩართულია. თავად მარინა ეზუგბაია რეგიონში გახლდათ და შეისწავალა სათითაოდ თითოეული პაციენტის მდგომარეობა, - ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ თავი გაართვას საშუალო და მძიმე შემთხვევის მართვას.

დაემატება ონლაინ კლინიკები. პირველად ჯანდაცვას რაც შეეხება, გუშინ შევხვდით ოთხი პირველადი ჯანდაცვის ქსელის თანამშრომლებს და ისინი მზად არიან ბინაზე მართონ თავიანთი პაციენტები, თუკი მათ კოვიდი დაუდასტურდათ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოცდილი კლინიკები კონტაქტში იყვნენ ახალ კლინიკებთან, რათა სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს თანაბარი და გამოცდილების ურთიერგაზიარების შესაძლებლობები ჰქონდეთ",- აცხადებს თამარ გაბუნია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს