ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსზე 36 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ორი დადებითი პასუხი დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმზე მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, ამ დროისთვის საავადმყოფოში სულ ექვსი ადამიანი მკურნალობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მარინა კოჩიევა კორონავირუსით არის დაინფიცირებული და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

მისი ინფორმაციით, 1 ოქტომბრის მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის სულ 102 შემთხვევაა გამოვლენილი, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ - 12.

მთლიანად ოკუპირებულ რეგიონში, აპრილიდან დღემდე 5.5 ათასი ტესტი ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა