„ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა

პარტია „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია.

როგორც ჟურნალისტებს პარტიის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ თავართქილაძემ განუცხადა, „ერთიანმა საქართველომ” ცესკო-ში 150 - კანდიდატიანი სია წარადგინა.

„ჩვენმა გენერალურმა მდივანმა დღეს ბრიფინგზე ათეული წარადგინა. ჩვენ დღეს მოვიტანეთ, ჩავაბარეთ ცესკო-ს საკმაოდ წონადი, 150 - კაციანი სია, რომელიც დარწმუნებული ვარ, არც ერთ პარტიას არ დაუდებს ტოლს და ამომრჩევლისთვის, ჩვენი მხარდამჭერისთვის ძალიან მისაღები იქნება. ჩვენ დაახლოებით ერთ კვირაში გავმართავთ ღონისძიებას, სადაც წარვადგენთ სიას. სიის პირველი ხუთეულია: ნინო ბურჯანაძე, გიგლა ბარამიძე, ანზორ ბიწაძე, ოთარ თავართქილაძე, ბესო დანელია”,- განაცხადა ოთარ თავართქილაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა