ამირან გამყრელიძე - უნდა ვეცადოთ, სწავლის პროცესი არ გახდეს ინფექციის გავრცელებისთვის დიდი სტიმული - თუ სადმე ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება, პანიკას არ უნდა მივეცეთ

უნდა ვეცადოთ, რომ სწავლის პროცესი არ გახდეს დიდი სტიმული ინფექციის გავრცელებისთვის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სკოლებში, დაწყებით კლასებში სწავლის პროცესის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან მშობლებს მოუწოდა არ გაუშვან სიცხიანი ბავშვები სკოლაში და იმოქმედონ ოჯახის ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სკოლაში დაფიქსირდება ინფექცია, ამ შემთხვევაში სტანდარტული რეკომენდაცია არ არსებობს და ეპიდემიოლოგები და ექიმები ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას როგორ უნდა იმოქმედოს სკოლამ.

„სწორედ პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებს უჭირთ დისტანციური სწავლა, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ვთხოვ ყველა მშობელს, რომ არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. თუ სიცხიანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვი გამოიკვლევა კოვიდზე. ასევე, აუცილებელია ყველა სკოლაში იყოს და დარწმუნებული ვარ, იქნება თერმოსკრინინგი, ასევე ის რეგულაციები დაცული, რაც ჩვენ ერთობლივად განათლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიმუშავა, თვითონ პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელები იქნებიან მოტივირებული და მაქსიმალური ყურადღებით, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება. თუ სადმე ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება სკოლაში, ამის გამო პანიკას არ უნა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით. სტანდარტული რეკომენდაცია ამ დროს არ არის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული, ვინ, რომელ კლასში და ა.შ. და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ექიმები და ეპიდემიოლოგები ერთად სკოლის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში.

ამიტომ მოგეხსენებათ, სწავლის დაწყება სერიოზული მობილობის ზრდა არის, შემდეგ ამას დაემატება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, უფროს კლასებში სწავლის დაწყება და იქ უკვე საშუალება იქნება, რომ აირჩიონ მოსწავლეებმა და ოჯახებმა ონლაინ სწავლა თუ დასწრებული სწავლა. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სწავლის პროცესი არ გახდეს კიდევ დიდი სტიმული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს სკოლებში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით კლასებში სწავლების პროცესი განახლდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო