ბიძინა ივანიშვილი - პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტში განვითარებული მოვლენები „ხელისუფლების უნებლიე შეცდომის“ შედეგი იყო, რისი ბოროტად გამოყენებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა.

როგორც ივანიშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, 20 ივნისს იყო სამწუხარო გადაცდომებიც და ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც.

„პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა სხვა გზა რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის გამო აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება - საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი. სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად ჩვენდა სამწუხაროდ ათეულობით დემონსტრანტის და სამართალდამცავის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. იყო სამწუხარო გადაცდომებიც, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასაც. სწორედ ამ ფონზე შემოიტანა „ნაციონალურმა“ პროპაგანდამ ჩაფლავებული უნიათობის პარალელურად ტერმინი „სისხლიანი რეჟიმი“. დამნაშავემ მსხვერპლის მანტია მოირგო და დიქტატურასა და ტირანიაზე ურცხვად ალაპარაკდა. არც ამან იმუშავა, ხალხის მოტყუება კვლავაც ვერ შეძლეს. მერე როგორც ჩანს, თავადვე აღმოაჩინეს, რომ „უნიათო ტირანია“ ლოგიკურად არათავსებადი ცნებების ნაზავი და საღ აზრთან წინააღმდეგობაში მყოფი ნამდვილი აბსურდი იყო და ისევ ძველ ტაქტიკას დაუბრუნდნენ, ოღონდ ერთი შესწორებით, თუკი ადრე ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის სუსტი და იოლად უარსაყოფი არგუმენტები მაინც მოჰყავდათ, აპელირებდნენ ციფრებით, პროცენტებით, მანიპულირებდნენ პროცენტებით, დღეს ამაზე უარი თქვეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ოპოზიციის რიტორიკიდან საერთოდ გაქრა ფაქტი, მოვლენა და არგუმენტი და დარჩა მხოლოდ იარლიყი, დაუსაბუთებელი ბრალდება, როგორც ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია“.

„რადგან დღეს აღარ გააჩნიათ ფიზიკური ტერორის ბერკეტი, ახლა ნამდვილ მორალურ ტერორს უწყობენ ჩვენს ხალხს, ცდილობენ დათესონ შიში, სასოწარკვეთა და უიმედობა. რას აღარ აგონებენ ხალხს, თითქოს გაჩერდა ეკონომიკა, გაჩერდა მშენებლობა, თითქოს ჩამოშლილია პოლიცია, თითქოს წაგვლეკა კრიმინალმა და ისევ 90-იანებში აღმოვჩნდით, თითქოს შეჩერებულია ევროინტეგრაცია და ქვეყანა კორუფციის „ჭაობშია“ ჩაფლული, რომ თითქოს არ არსებობს სასამართლო და დაინგრა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, თითქოს ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება და თითქოს რა დღეიდანაც ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან, ქვეყანა უფსკრულშია.

ჭაობი, დაღუპვის წინაშე მდგარი ქვეყანა, უპერსპექტივო აწმყო, უხვად იფრქვევა უპრეცედენტოდ თავისუფალი მედიაგარემოს წიაღში აღმოცენებული მათი მრავალრიცხოვანი პროპაგანდისტული პლატფორმებიდან. პრინციპში არც გაემტყუნებათ - პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა ყველა სფეროში, რომ სრულიად განიარაღებულებს თავად აღარ აწყობთ სტატისტიკაზე საუბარი, რადგან თვალს ვერ უსწორებენ ფაქტებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა