ბიძინა ივანიშვილი - კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინისტრმა, „ქათმის გრიპის“ დროს, თავი იმით გამოიჩინა, რომ დაგვამშვიდა - არ იღელვოთ, მოსახლეობის მესამედი დაიხოცებაო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჯანდაცვაზე, სოციალურ მხარდაჭერაზე და უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნაზე ჯერადობით მეტ სახსრებს მიმართავს ვიდრე ოდესმე დახარჯულა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობისას ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, ასევე გაიზარდა და პრაქტიკულად გაორმაგდა მოსახლეობის სოციალური დახმარებები.

,,რეჟიმის 9 წლიანი მმართველობის დროს ჯანდაცვაზე სულ 2 მილიარდ 700 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში 8 მილიარდ 100 მილიონი ლარი, ანუ სამჯერ მეტი. ჯანდაცვა ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის, ასევე გაიზარდა და პრაქტიკულად გაორმაგდა მოსახლეობის სოციალური დახმარებები. ბოლო შვიდ წელიწადში, სოციალურ დახმარებებზე მიმართულია 2 მილიარდ ლარზე მეტი მაშინ, როცა წინა ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 820 მილიონი ლარი იყო დახარჯული. გაორმაგებულია პენსიაც, და ზრდა მოხდება ყოველწლიურად,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განცხადებით, ამ პროგრესს არ იმჩნევენ წინამორბედები, რომლებმაც ჯანდაცვის სფეროში ხალხს თავი მხოლოდ თავიანთი „ღიმილიანი საქართველოს სამარცხვინო პროექტით დაამახსოვრეს“.

,,კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობას გვიწუნებს ძალა, რომლის ჯანდაცვის მინისტრმა, „ქათმის გრიპად“ ცნობილი პანდემიის დროს, თავი იმით გამოიჩინა, რომ ბედობა დღეს დაგვამშვიდა - არ იღელვოთ, მოსახლეობის მესამედი დაიხოცება ამ ვირუსითო. ისევე როგორც ხელნაწერები, არც ვიდეო-არქივები იწვის, და ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს ზემოთქმული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა