არჩილ თალაკვაძე - "ნაციონალური მოძრაობის" სიაში ბევრი დაზიანებული ადამიანია, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია მოქალაქეებს და სამშობლოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილი პარტიული სია “დაზიანებული ადამიანებისგან” შედგება.

თალაკვაძის განაცხადებით, სიაში არიან ადამიანები, რომლებმაც გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქციეს სამშობლოს და ქართველ ხალხს.

“მე ვერ გეტყვით საერთო ჯამში, ვინ რა ადგილას არის და რა ნიშნით იყო ეს სია ფორმირებული, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია, რომ ამ სიაში არის ძალიან ბევრი დაზიანებული ადამიანი, რომელმაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ზურგი შეაქცია თავის მოქალაქეებს, ზურგი შეაქცია თავის სამშობლოს და მათ ძალიან მძიმე ბიოგრაფიები მოჰყვებათ უკან. ასევე, გაუგებარია, თუ რა აკავშირებთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან და კიდევ უფრო გაუგებარია ამ სიაში ზოგიერთი ადამიანი, რა ნიშნით დადგა იმ დამნაშავე პოლიტიკური პარტიის და ძველი კრიმინალური ოპოზიციის გვერდით, რასაც ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი მოქალაქეები სათანადო შეფასებას მისცემენ, ჩვენ კი ორიენტირებული ვართ მომავალზე და ნაკლები დრო გვაქვს გავარჩიოთ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური სია”, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიული სია წარადგინა. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. პარტიულ სიაში ასევე არიან: გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ხათუნა სამნიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა