„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ბრალდებულმა ექიმმა, ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ციხე დატოვა

კომაში მყოფი ნათია ცირეკიძის საქმეზე ბრალდებულმა „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ქირურგმა ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. აღნიშნულის შესახებ ყიფიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ბრალდებული ექიმი აღნიშნავს, ციხეში გატარებული ყოველი დღე მისთვის უმძიმესი იყო.

ყიფიანის თქმით, ის სიმართლის ყველა წესის დაცვით მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

"დავტოვე საპატიმრო. დავუბრუნდი ოჯახს და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ. ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი - პირველ რიგში, უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არც ერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი, რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი.

მადლობა, ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის.

იმედი მაქვს, სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას“, - წერს ვახტანგ ყიფიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი რამდენიმე თვის წინ დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო, ვახტანგ ყიფიანს 50 000-ლარიანი გირაო, მაგდა ხოჭოლავას კი დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს