ანა დოლიძე - ივანიშვილის მიერ გამოსვლის დიდი ნაწილის „ნაცმოძრაობის“ კრიტიკაზე  დათმობა არის ორპოლუსიანობის გაღვივების საარჩევნო სტრატეგია

თუ ბიძინა ივანიშვილი თავისი გამოსვლის დიდ ნაწილს უთმობს “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას, ეს არის ორპოლუსიანობის გაღვივების საარჩევნო სტრატეგია, ოღონდ რვა წლისგან განსხვავებით, ეს სტრატეგია ამ წელს აღარ იმუშავებს, - ასე აფასებს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.

დოლიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობაზე” ლაპარაკის გარდა ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვს.

“არ მინდა, ვიფიქროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” შემთხვევით მოსდის, როდესაც საარჩევნო მიმართვის უმეტეს ნაწილს უძღვნის “ნაციონალურ მოძრაობას”. ეს არ ხდება შემთხვევით. ეს არის თავიდანვე, “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სტრატეგია, რომლის ამოსავალი წერტილი არის “ნაციონალური მოძრაობის” ძაგება და “ნაციონალური მოძრაობის” ფონზე “ქართული ოცნების” საქმიანობებისთვის ხაზის გასმა. ორპოლუსიანობა და “ნაციონალურ მოძრაობაზე” თავდასხმა საარჩევნო გზავნილების დროს არ არის შემთხვევითი. ორპოლუსიანობას აღვივებს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” და ეს არის სტრატეგია, ისევე როგორც ცემა-ტყეპა “ნაციონალებისადმი” მივარდნა არის საარჩევნო სტრატეგია იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გარდა “ქართულ ოცნებას” ქართველი ხალხისთვის სათქმელი არაფერი არ აქვს. სავალუტო კურსის ტაბლოები არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართველი ხალხი”,- განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პარტიული სია შინაარსისგანაა დაცლილი.

“როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, მაშინ ეს იყო კონკრეტული იდეის ირგვლივ ორგანიზებული პარტია. ვერც ეს იდეა განახორციელა მან, სამართლიანობის აღდგენას ვგულისხმობ. დღეს ეს არის სახელების და გვარების უბრალო ჩამონათვალი, რომლის უკან ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ იდეას, ვერც განვითარების, ვერც წარმატების. ეს არის შინაარსისგან დაცლილი პარტია, რომელიც მომწიფებულია იმისთვის, რომ ხელი გაუშვას ძალაუფლების სადავეებს. ჩემი აზრით, მას უნარიც არ ეყოფა, რომ გადავიდეს ოპოზიციაში.

ოპოზიციაში რომ იყო, იქაც გჭირდება იდეოლოგია იმ მუხტისთვის, რომელიც ოპოზიციას ამოძრავებს”, - განაცხადა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა