ალექსანდრ ანქვაბი - ეპიდემიასთან გასამკლავებლად, შესაძლოა, ძალები არ გვეყოს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბის თქმით, აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მზად არ არის კორონავირუსის ეპიდემიას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, თუკი მისი ზრდის ტემპი მოიმატებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ „ქვეყანა ვირუსოლოგების, ინფექციონისტების, რეანიმატოლოგებისა და სხვა პროფილის ექიმების მწვავე დეფიციტს განიცდის“.

„რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღმოჩენილი დახმარების გათვალისწინებითაც კი, დაავადების რიცხვის სერიოზული ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, ძალები არ გვეყოს,“- აღნიშნა ანქვაბმა.

ცნობისთვის, დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსის 1 525 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 12 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა