ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 167 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.
მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1590-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 130 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 19-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 47 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საავადმყოფოდან გაეწერა 7 პაციენტი, თვითიზოლაციაში კი 25 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 590 გახდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ს შეადგენს.

























