სოჭის სასამართლომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე დააპატიმრა

სოჭის სასამართლომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ე.წ. თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბა 10 დღით დააპატიმრა. ამის შესახებ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ „სპუტნიკს“ განუცხადა.

მისი თქმით, აფხაზური მხარე სხვადასხვა დონეზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს და იმედოვნებდა, რომ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიღებდა.

მისივე თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ავიძბას ე.წ. დიპლომატიური სტატუსი გააჩნია.

შამბას თქმით, ახრა ავიძბა თავად გაემგზავრა სოჭის საგამოძიებო ორგანოში იმ ინციდენტში გასარკვევად, რომელიც 7 აგვისტოს მოხდა.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბა საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ფსოუზე“ ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე დააკავეს. „ტასს“-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ 7 აგვისტოს ავტომანქანა, რომლის საჭესთან ავიძბა იმყოფებოდა, ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის ჭიშკარი გაიტანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა