დავით ზალკალიანი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების შედეგად რთული ვითარებაა შექმნილი, ვითარების შემდგომი ესკალაცია ნეგატიურ გავლენას იქონიებს რეგიონის უსაფრთხოებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია ძალიან ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთლიან რეგიონზე.

ზალკალიანმა საერთაშორისო თანამეგობრობასა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა ვითარების დეესაკალაცისთვის. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად, შექმნილია უაღრესად რთული ვითარება. სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება დიალოგის განახლება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და მომავალშიც ვიმოქმედებთ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე და საქართველო ყოველთვის იყო და არის ერთგული ჩვენი ვალდებულებების როგორც მეზობლების, ისე საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების მიმართ. როგორც უკვე მოგეხსენებათ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე, გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები, ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით და ამის თაობაზე ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები იყვნენ, ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართლი მხარე სრულიად ასრულებს საერთაშორუისო ვალდებულებებს,“- განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა