ნიკა მელია - მეფედ, ფაშად ამ სახელმწიფოს მესამე ვადით ვერავინ ვერასდროს მოაჯდება!

ღარიბი, ღატაკი დაამარცხებს ყველაზე მდიდარ მოქალაქეს, რომელმაც ცინიზმის გარდა არაფერი ასხივა ამ 8 წლის განმავლობაში,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მარნეულში განაცხადა, სადაც “ნაცმოძრაობა” აქციას მართავს.

როგორც მელიამ განაცხადა, საქართველოს მესამე ვადით “მეფედ ვერავინ ვერასდროს მოაჯდება”.

“31 ოქტომბერს ყველაფერს გაეცემა სათანადო პასუხი. ყველაზე მდიდარი ადამიანის ხელში ღარიბი, შემდეგ გაღატაკებული საქართველოს მოქალაქე, ბიულეტენით შეიარაღებული 31 ოქტომბერს დაამარცხებს ყველაზე მდიდარ ადამიანს. ღარიბი, ღატაკი დაამარცხებს ყველაზე მდიდარ მოქალაქეს, რომელმაც ცინიზმის გარდა არაფერი ასხივა ამ 8 წლის განმავლობაში. 31 ოქტომბერს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა ნორმალურ კალაპოტში. ქვეყნის განვითარება გადავა სხვა ეტაპზე. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული იმიტომ, რომ მეფედ, ფაშად ამ სახელმწიფოს მესამე ვადით ვერავინ ვერასდროს მოაჯდება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის და ხალხი განწირულია გამარჯვებისთვის”,- განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა