აჭარაში სპეციალური კომისია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შეისწავლის

აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს, შექმნილია კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შეისწავლის.

უწყების ცნობით, აჭარაში სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შარაბიძეების, ახალშენის, ორთაბათუმისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები. სტიქიის შედეგად 200- მდე მეწყრული კერა განვითარდა.

მეწყრული პროცესებით გამოწვეული საშიშროების გამო, საცხოვრებელი სახლები დროებით დატოვა ხუთმა ოჯახმა.

აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების მიწის მასებისგან გაწმენდის სამუშაოები. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

,,ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას. უხვმა ნალექმა განაპირობა საკმაოდ დიდი მასშტაბის სტიქია და შესაბამისად, დღეს ეს შედეგები გვაქვს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გრძელდება სამძებრო სამუშაოები, ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა ბიჭს და რა თქმა უნდა, ყველა ჩართულია ძებნის პროცესში, ყველა მეხანძრე-მაშველი“ , - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა