გოჩა ენუქიძე - მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ გლეხებს, რათა რთველის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს

მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ადგილობრივ გლეხებს, რათა რთველის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს“,-ამის შესახებ "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ხვანჭკარისა და ბუგეულის თემების მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტულ პროექტებზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებზე ისაუბრეს.

"მოგეხსენებათ აღნიშნული თემების სოფლები უნიკალური ღვინის ხვანჭკარას სამშობლოა და მნიშვნელოვანია მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ადგილობრივ გლეხებს, რათა რთველის პროცესმა მშვიდ გარემოში, დაბრკოლებების გარეშე ჩაიაროს",-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სოფელ მეორე ტოლაში რეაბილიტირდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და ბიბლიოთეკის შენობა, მოეწყო სანიაღვრე არხები ჩორჯოში, ხვანჭკარაში, პირველ და მეორე ტოლაში. ასევე თავშეყრის ადგილები მოეწყო სოფლებში ჩორჯოსა და ხვანჭკარაში, ბეტონის გზა და გზის გასწვრივი დამცავი კედლები მოეწყო სოფელ ჩორჯოში. რეაბილიტირდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ ხვანჭკარაში, აშენდა ჯვარისა-ქედისუბნის სასოფლო ამბულატორია, მოეწყო სველი წერტილები და მისასვლელი ბილიკები სოფელ ჩორჯოსა და სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლებში, რეაბილიტირდა სოფელ ზედა ბუგეულის საუბნო წყალსადენი, მოეწყო გარე განათება და გზის გასწვრივი დამცავი ბეტონის კედელი სოფელ ხვანჭკარაში, რეაბილიტირდა ბუგეულის სასოფლო ამბულატორია, ამასთან, მოეწყო ბუგეულის სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი, რეაბილიტირდა ბუგეულის საჯარო სკოლის სახურავი, მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ ბარეულში, რეაბილიტირდა სოფელ ზედა ბუგეულის სასოფლო გზა.

ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხები ჩორჯოში, ხვანჭკარაში, პირველ და მეორე ტოლაში. რეაბილიტირდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და ბიბლიოთეკის შენობა სოფელ მეორე ტოლაში, მოეწყო თავშეყრის ადგილები სოფლებში ჩორჯოსა და ხვანჭკარაში, აშენდა ჯვარისა-ქედისუბნის სასოფლო ამბულატორია, მოეწყო ბეტონის გზა და გზის გასწვრივი დამცავი კედლები სოფელ ჩორჯოში, რეაბილიტირდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ ხვანჭკარაში, მოეწყო სველი წერტილები და მისასვლელი ბილიკები სოფელ ჩორჯოსა და სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლებში, რეაბილიტირდა სოფელ ზედა ბუგეულის საუბნო წყალსადენი, მოეწყო გარე განათება და გზის გასწვრივი დამცავი ბეტონის კედელი სოფელ ხვანჭკარაში, რეაბილიტირდა ბუგეულის სასოფლო ამბულატორია, მოეწყო ბუგეულის სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარი, რეაბილიტირდა ბუგეულის საჯარო სკოლის სახურავი, მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ ბარეულში და რეაბილიტირდა სოფელ ზედა ბუგეულის სასოფლო გზა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო