აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, სეფიეთის, წყემის, ძველი აბაშისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ამბულატორიები გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობისთვის ყველა სახის პირველადი სამედიცინო მომსახურების მიღება განახლებულ შენობებში შესაბამისი ინვენტარითა და აღჭურვილობით იქნება შესაძლებელი.

აბაშის მუნიციპალიტეტში ჯამში უკვე 11 ამბულატორია აშენდა, ამჟამად მიმდინარეობს კიდევ 4 ამბულატორიის რეაბილიტაცია.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 707 ლარით ფინანსდება და მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას.

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 100 ლარით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს