გოჩა ენუქიძე - ჩემი პრიორიტეტია განხორციელდეს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის სოფლების განვითარებას

ჩემი პრიორიტეტია განხორციელდეს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის სოფლების განვითარებას“,-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს", მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტში, სორის, ბარისა და ღარის თემების მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გოჩა ენუქიძე აცხადებს, შეხვედრაზე ის პრობლემები განიხილეს, რომლის წინაშეც ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დგანან.

„ვისაუბრეთ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დგას. ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრიორიტეტია, აუცილებლად განხორციელდეს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის სოფლების განვითარებას", -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნისა და გომის თემების მოსახლეობასაც შეხვდა. მისი თქმით, ონის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები.

"ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის დროულმა სალიკვიდაციო სამუშაოებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანმა და კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენის სამუშაოები, რომელიც მარტში სრულად დამთავრდება.

სწორედ ამიტომ, გპირდებით, ვიქნები ყოველთვის იქ, სადაც თქვენ, ჩვენს ონსა და რეგიონს დასჭირდება", -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადმელისა და ზნაკვის თემების მოსახლეობის შეხვედრისას გოჩა ენუქიძემ განაცხადა, რომ ეტაპობრივად განხორციელდება ის ინფრასტრუქტურულ პროექტები, რომელიც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"გპირდებით, ეტაპობრივად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ხელს შეგიწყობთ, რომ ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობა უფრო მეტად განავითაროთ ჩვენი რეგიონის სოფლებში", -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემებში, სოფელ ზნაკვაში მოეწყო თავშეყრის ადგილი, რეაბილიტირდა სოფელ საკეციის ამბულატორიის შენობა, მოეწყო ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანი და დროებითი წყალმომარაგების ქსელი სოფელ საკეციაში, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები სოფელ ღვიარაში, რეაბილიტირდა სოფელ სადმელის სასაფლაოს გზა, მოეწყო გზის დამცავი კედლები სოფელ ბოსტანაში, რეაბილიტირდა სოფელ სადმელის საჯარო სკოლის სახურავი,

სოფელ ძირაგეულში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი და თავშეყრის ადგილი, მოეწყო ნაპირდამცავი ნაგებობები ძირაგეულის ხევზე, სოფელ სადმელში ბეტონის საფარიანი გზა მოეწყო, რეაბილიტირდა სოფელ სადმელში წყალსადენის სათავისა და მიმდებარე მაგისტრალის საუბნო ქსელიც, ასევე სოფელ სადმელში მოეწყო თავშეყრის ადგილი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ასევე, სანიაღვრე არხები და გზის დამცავი კედლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა