ნინო ბურჯანაძე აბაშასა და სენაკში მხარდამჭერებს შეხვდა

იცით რომ გაკონტროლებენ, მაგრამ მაინც მოხვედით, მადლობას გიხდით გულწრფელი და თბილი დახვედრისთვის “,-ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად აბაშასა და სენაკში მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ მიმდინარე მოვლენებზე და საარჩევნო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე მოსვლას მათი მხრიდან დიდი გამბედაობა სჭირდება.

,,ჩვენ ვიცით, რომ თქვენს აქ მოსვლას დიდი გამბედაობა სჭირდება. ზოგიერთ თქვენგანს აქვს სამსახური, თქვენი შვილები შეიძლება დასაქმებულები იყვნენ სახელმწიფო ორგანიზაციებში, იცით რომ გაკონტროლებენ, მაგრამ თქვენ მაინც მოხვედით. ამიტომ მადლობას გიხდით ასეთი გულწრფელი და თბილი დახვედრისთვის", - ასე მიმართა ნინო ბურჯანაძემ მხარდამჭერებს.

პარტიის ლიდერმა აბაშისა და სენაკის ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო გეგმა გააცნო და გამარჯვების შემთხვევაში ამ გეგმის სისრულეში მოყვანას შეჰპირდა.

,,ჩემი ამოცანაა მოვისმინო ამ ადამიანების განწყობა და პრობლემები. მე უნდა ვუთხრა მათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მე და ჩემი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში.

ჩვენ რასაც ვპირდებით არის რეალისტური, ამიტომ თითოეული მათგანი უნდა დაფიქრდეს, ვინ შეძლებს ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ყველაზე კარგად მოგვარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რეფორმას განათლების სისტემაში, რათა ყველას შვილმა შეძლოს ცოდნის განვითარება.

ჩვენ ამ ადამიანებს გავაცანით ჩვენი უნიკალური ინიციატივა ეროვნული სასოფლო -სამეურნეო კოორპორაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გლეხებისა და ფერმერების სასოფლო სამეურნეო ტექნიკით, ინფრასტრუქტურით, გადამამუშავებელი ქარხნებით და სამაცივრე საწყობებით უზრუნვლეყოფას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დარგში დავასაქმებთ და სტაბილური შემოსავლით ვუზრუნველყოფთ 640 ათას ადამიანს.

იმედი მაქვს ამ შეხვედრიდან ჩემი მხარდამჭერები წავლენ დარწმუნებულები იმაში, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ძალა და გამოცდილება, რომ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების პრობლემები მოვაგვარო", - განაცხადა ,,ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

შეხვედრის ბოლოს ნინო ბურჯანაძემ აბაშისა და სენაკის მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ 31 ოქტომბერს ყველა გამოცხადდეს საარჩევნო უბანზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი, რათა ხელისუფლებას არ დაუტოვონ ცარიელი ბიულეტენი გასაყალბებლად.

ინფორმაციას „ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა