გიორგი ვაშაძის განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით, კრიმინალის დონე გაორმაგდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საქართველოში კატასტროფული კრიმინოგენული მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. მისივე თქმით, გასულ წლებთან შედარებით, კრიმინალის დონე გაორმაგდა და გაზრდილია გაუხსნელ დანაშაულთა სტატისტიკა.

ვაშაძის თქმით, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „დამსხვრეული ოცნებების მთავრობა“ ფულის კეთების გარდა სხვა არაფერზე ფიქრობს. ვაშაძე საზოგადოებას სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების მოდელს სთავაზობს, რაც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს გულისხმობს.

„გასულ წლებთან შედარებით, კრიმინალის დონე გაორმაგდა და რაც ყველაზე საგანგაშოა, გაზრდილია გაუხსნელ დანაშაულთა სტატისტიკა. მხოლოდ გასული წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 41 000 ერთეულ შემთხვევას აღემატება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი სამი კრიმინალიდან ორი თავისუფლად დადის ჩვენს ქუჩებში. სწორედ ამიტომ, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების მოდელი, რაც გულისხმობს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ უცხოელ მოსამართლეებსა და ამერიკული მოდელის დეპოლიტიზებულ პოლიციას, ხოლო ყველა პოლიციელისთვის კარიერული განვითარებისა და სახელფასო ზრდის სისტემას, არანაკლებ დამატებითი 500 ლარის ოდენობით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს