ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია, რომელიც 1 ოქტომბრიდან გუდაუთის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 1 659 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 602 და დაღუპულია 13 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა