ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საერთო საქმის წარმატებისთვის თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობა აუცილებელია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში კარდაკარის პრინციპით, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

,,ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები გავმართეთ. სწორედ ასეთი შეხვედრების დროს იგრძნობა ყველაზე უკეთ ჩვენი მოქალაქეების განწყობა, რაც დიდ სტიმულს აჩენს ჩემში. მათი მოსაზრებებისა და იდეების მოსმენა მეხმარება ზუსტად განვსაზღვრო, როგორი უნდა იყოს ჩემი სამომავლო გეგმა და რა საკითხებზე უნდა გავამახვილო ყურადღება ჩემი შემდგომი მუშაობისას. საერთო საქმის წარმატებისთვის თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობა აუცილებელია - ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა ჩავერთოთ უკეთესი ზუგდიდისთვის. ყველა ხედავს, რა კეთდება ზუგდიდში. ჩემთვის პარლამენტარობა სწორედ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქიდან ზუგდიდისა და თითოეული ზუგდიდელისთვის გაცილებით მეტის გაკეთების შესაძლებლობა მომეცემა“ , - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა