ხელვაჩაურში, მდინარე მეჯინისწყალში მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ

ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარებულ 61 წლის მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამძებრო სამუშაოებს როგორც მდინარეში, ასევე ზღვაზე ახორციელებენ.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 61 წლის მამაკაცი, ორი დღის წინ ხელვაჩაურში მდინარე მეჯინისწყალში გაუჩინარდა, მაშველებმა მსუბუქი ავტომობილი იმავე დღეს იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც მანქანიდან გადასვლა შეძლო.

ცნობისთვის, ხელვაჩაურში სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ ცხედრები უკვე ნაპოვნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო