კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტიდან ერთი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

90 წლის მამაკაცი კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 22 სექტემბერს მოათავსეს.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

" 1 პაციენტი 90 წლის კაცი გარდაიცვალა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22.09.2020 შეიყვანა.

დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 03.10.2020",- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა