საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან  2 ფოთში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 2 ფოთში გამოვლინდა. ორივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, „პისიარ“ კვლევისთვის გუშინ 43 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

მათივე თქმით, გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა.

"გუშინ ლაბორატორიაში კვლევისთვის გავგზავნეთ 43 პირის ნიმუში, მიღებული პასუხებიდან მხოლოდ ორი დადებითია, ორივე ერთი ოჯახის წევრია და ინფიცირებულის კონტაქტები არიან. ვაგრძელებთ ეპიდემიოლოგიური კვლევას და კონტაქტების მოძიებას “, - აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში.

ფოთში ამ დროისთვის კორონავირუსის 24 შემთხვევაა გამოვლენილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს