აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 462 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 19 ორსული და 14 არასრულწლოვანი

აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა.

უწყების ცნობით, აჭარის Covid - კლინიკებში - 462 პაციენტი მკურნალობს, აქედან 14 არასრულწლივანი, 19 კი ოსრულია.

"Covid სასტუმროებში - 735 კოვიდ პაციენტია, აქედან არასრულწლოვანი - 75. თავისუფალი ადგილი - 459. აჭარაში ბინაზე 1000-მდე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე",- განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო