ექიმის განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტი რეანიმაციაშია მოთავსებული

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 164 პაციენტი მკურნალობს.

როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, ყველა მათგანს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.

მისი ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"რეანიმაციულ განყოფილებაში 24 პაციენტი გვყავს მოთავსებული, მათ მუდმივ რეჟიმში ჟანგბადი მიეწოდებათ. ზოგადად კლინიკაში მოთავსებულებს სხვადასხვა ხარისხი პნევმონია აღენიშნებათ, მათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ", - განაცხადა კიკაბიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა