ლევან ვარშალომიძე - კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, გავიკეთე ტესტი, პასუხი უარყოფითია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვარშალომიძის განცხადებით, კორონავირუსი მის მამას დაუდასტურდა.

როგორც ლევან ვარშალომიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, პრევენციის მიზნით კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა თავადაც ჩაიტარა და უარყოფითია.

რაც შეეხება ლევან ვარშალომიძის მამას, იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"გუშინ კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, რომელიც რამოდენიმე დღე ბათუმის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია. გამომდინარე აქედან, დღეს გავიკეთე ტესტი, ტესტის პასუხი უარყოფითი გახლავთ.

ამიტომ დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას.

არ ავყვეთ პანიკას და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. შევხვდებით არჩევნებზე, 31 ოქტომბერს",- ნათქვამია ლევან ვარშალომიძის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: კოვიდი დაუდასტურდა მამაჩემს, გავიკეთე ტესტი, პასუხი უარყოფითია - ლევან ვარშალომიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო