გიორგი ვაშაძე ბოლნისელებს - გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - საქმის მკეთებელთა გუნდი "სტრატეგია აღმაშენებელის" სახით თუ ფულის მკეთებელთა გუნდი "დამსხვრეული ოცნების" სახით

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გუნდთან ერთად ბოლნისში მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ მათი მთავარი მიზანია, ქვეყანა ფეხზე დააყენონ და კონკრეტული სტრატეგიული გეგმით დაამარცხონ ქვეყანაში სიღარიბე.

პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, დროა დასრულდეს „ფულისმკეთებელთა გუნდის პარპაში და ქმედებები, რომელსაც მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის მხოლოდ გაღარიბება მოაქვს“.

"საქმის მკეთებელ გუნდთან ერთად ჩამოვედით ბოლნისში. მარტივი არჩევანია და ყველას ამას ვეუბნები საქმისმკეთებელთა გუნდი "სტრატეგია აღმაშენებელის" სახით და მეორე მხარეს ფულის მკეთებელთა გუნდი "დამსხვრეული ოცნების" სახით.

ხალხს ყელში აქვს უკვე ის პრობლემები, რაც ქვეყანაშია, ყველას უნდა ცვლილება და ერთადერთი ალტერნატივა არის სწორედ საქმის მკეთებელთა გუნდი "სტრატეგია აღმაშენებლის" სახით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და მზარდი მხარდაჭერა, ამისთვის ყველას დიდი მადლობა," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა