კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 რუსთავში დადასტურდა

რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განუცხადა, ერთი ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც კოვიდ-19 ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, მეორე მამაკაცს კი გეგმური შემოწმებისას.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ეპიდკვლევა ინფიცირების წყაროს დადგენისა და კონტაქტების მოძიების მიზნით.

ცნობისთვის, 29 აგვისტოდან, დღემდე, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 68 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 35 გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: რუსთავში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა