საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 6 შიდა ქართლში დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 6 შიდა ქართლში დადასტურდა.

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან გაგზავნილი 132 ნიმუშიდან 6 დადებითია.

"აღნიშნული ექვსი შემთხვევიდან , ჯიპისის" აფთიაქის კლასტერის 3 კონტაქტია,1 ინფიცირებული სააფთიაქო ქსელ "ფარმადეპოს" თანამშრომელია, 1 პირს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 1 კი - ციციშვილის კლინიკის კლასტერია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში შიდა ქართლში 59 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 18 ინფიცირებულს მკურნალობა სახლის პირობებში უტარდება დანარჩენები კი კოვიდკლინიკებში არიან მოთავსებულები.

გუშინ 60 ნიმუში გაიგზავნა, აქედან 14 პასუხი უარყოფითია, დანარჩენი ნიმუშების პასუხები კი, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. რეგიონის მასშტაბით 257 პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი", - განაცხადა სიმონ გულედანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს