ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ახალშენის მოსახლეობა სოფელთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ითხოვს

ხელვაჩაურში სოფელ ზედა ახალშენში მოსახლეობა სოფელთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ითხოვს.

როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყვეტილია, რადგან სამი დღის წინ განვითარებული სტიქიის დროს, მიწის მასა ჩამოვიდა, გაწმენდითი სამუშაოები კი ხელვაჩაურის მერიას ამ დრომდე არ დაუწყია.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ.

"მიწის მასა კედელზეა მომდგარი. შემეშინდა და ბიძაშვილთან ჩავიყვანე ოჯახი, იქ უარესი სიტუაცია დამხვდა. სახლის ფუძე გასკდა. 16 ადამიანი გარეთ ველოდებოდით, რა მოხდებოდა. ახლა სახლებს დავუბრუნდით, მაგრამ გვეშინია. მეწყერსაშიშ ზონაში ვცხოვრობთ. გვაქვს დასკვნებიც, არაერთხელ მივმართეთ მერიას, მაგრამ უშედეგოდ. ვითხოვთ ყურადღებას, ასევე გზის დროულად გაწმენდას. 14 ოჯახია ჩაკეტილი. სასწრაფო ვერ შემოდის. იყო სოფლის რწმუნებული, გადაიღო ფოტოები და წავიდა. მას მერე არავინ მოსულა, გვპირდებიან და ველოდებით, როდის გახსნიან გზას", - განაცხადა მანუჩარ კობალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო