„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის” მხარდაჭერით შექმნილ ცხოველების საკვების მწარმოებელ კომპანიაში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 2020 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. საწარმოში ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის პროდუქტს თერმული დამუშავებით აწარმოებს. საწარმოს წარმადობა 12 საათში 5 ტონას შეადგენს. ამჟამად მასში 15 ადამიანია დასაქმებული.

„აღსანიშნავია, რომ საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელიც თევზის საკვებს აწარმოებს და ის სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა.

საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია 900 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა