კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის ერთი გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 წლის ბიჭია, რომლის დაინფიცირების პირველადი წყარო ექიმია.

Covid 19 -ის მეორე შემთხვევა კი ყვარელში დადასტურდა, საეჭვო სიმპტომებით შუახნის ქალი რამდენიმე დღის წინ “ევექსის” კლინიკაში მოათავსეს, სადაც ბიოლოგიური ნიმუში აუღეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ ახალი შემთხვევის კონტაქტების მოძიებაზე.

ამ ეტაპზე რეგიონში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 68 შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში გაგზავნილი იყო 185 ნიმუში, კორონავირუსი 178 ადამიანს არ დაუდასტურდა, 2 დადებითი აღმოჩნდა, ხოლო 5 მოქალაქის ტესტის შედეგი ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა