გოჩა კურდღელია - ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია

ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 3 ქუჩაზე (აკაკის, რეკვავას, წმ.გიორგის ქუჩები) მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოცხადებულია ტენდერი კიდევ 12 ქუჩის რეაბილიტაციაზე.

„მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფოთის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად ფოთში წყალარინების პროექტის განხორციელებისას დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის პრობლემა გვექნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.

ფოთის მუნიციპალიტეტისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება”, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

გარდა ამისა, ფოთის მერიის ცნობით, ქალაქში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები.

„დღემდე ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2021 წლიდან მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს