ხელვაჩაურში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურში დამეწყრილი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში განაცხადეს, სამუშაოების ძირითადი მიმართულებები დასრულებულია.

"აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში ინტენსიურად ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმენდით სამუშაოებს. ძირითად მიმართულებებზე სამუშაო პროცესი დასრულებულია, ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე: განახლება-ტეტემაძეების მიმართულება, ფერია-სათნოების სახლი, ახალშენი-ჯიბინაურის გზა, აგარა-ჩხეიძეები, კაპრეშუმის გზა, განთიადი-მუკუტაძეები-ჯიჯავაძეები, კაპრეშუმი აგარა და ახალშენი-განახლება.

აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება", - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, ხელვაჩაურში სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია