ქობულეთში, ამწეს ჩამოვარდნის შედეგად, მუშა დაშავდა

ქობულეთში მშენებლობაზე ამწე ჩამოვარდა, რის შედეგად მუშა დაშავდა. იგი ბათუმის კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მსუბუქი დაზიანებები აქვს.

"ამწე რომ ვარდებოდა, მამაკაცი გადმოხტა და ასე გადაურჩა უბედურ შემთხვევას. დაზიანება, რა თქმა უნდა, მიიღო, მაგრამ როგორც ვიცით, თავს კარგად გრძნობს", - აცხადებენ თვითმხილველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა